რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო „საიას“ და ამ აგენტურის კვლევაზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 10 დეკემბერი 2025, 16:42

კოლექტიური გიგაური და ლომჯარია თუ გვიცხადებს 2025 წელს ასე ტრაგიკულად, სერიოზულად გვქონია საქმე, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კირცხალია საიას ახალ ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ასეთ კვლევებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სირცხვილია.

„რა სერიოზული განცხადება ან კომენტარი უნდა გავაკეთო საიას და ამ აგენტურის განცხადებაზე და კვლევაზე? გავიხსენოთ მათი კვლევები, მათი დაფინანსებული ორგანიზაციების კვლევები, „ისფედი“ არ დაგვავიწყდეს. უბრალოდ ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, როდესაც გიგაურზე და ლომჯარიაზე ვსაუბრობთ. არ არსებობს მათ მიერ წარმოთქმული სიტყვა ან მათ მიერ გაკეთებული კვლევა, რომელიც რომელიმე ფაქტს ობიექტურად ასახავდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი