სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა დაჯდა და როგორ დაჯდა, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„თუ ეს გადაწყდა [სამთავრობო ქალაქი] ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააწვეს ბიუჯეტს, მეორე, ნებისმიერი შენობა, რომელიც ჩანაცვლდება და გადაინაცვლებს სხვა ადგილზე დედაქალაქში, აუცილებლად იქნება გამოყენებული არა მხოლოდ ამ თემის ინვესტიციისთვის, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებისთვის.
„სამთავრობო ქალაქში“ ყველა ინსტიტუცია ერთად, ერთ უბანში მოქცეული სწორი და გამართლებული პრაქტიკაა. ეს ეფექტურობას ერთი ორად ზრდის და ეს გამოცდილია სხვადასხვა ქვეყანაში. იდეა არის ძალიან კარგი. სააკაშვილს რა იდეა ჰქონდა, რა განახორციელა და სად მიიყვანა ქვეყანა, ყველამ ვნახეთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
საქართველოს მთავრობა „სამთავრობო ქალაქის“ აშენებას გეგმავს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |