სიცრუეზე და უსამართლობაზე აგებულ ამ განცხადებაში, Transparency International Georgia საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 10 დეკემბერი 2025, 17:10

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Transparency International Georgia-ს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„TI-Georgia მოქმედებს არა როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, არამედ როგორც დასავლური პოლიტიკური მექანიზმის ჩაშენებული ელემენტი - არასასიამოვნო ხელისუფლების დელეგიტიმაციისთვის, სუვერენიტეტის დისკრედიტაციისთვის და სანქციური თუ დიპლომატიური ზეწოლის გასამართლებლად“- დაწერა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება საქართველოს დასჯის მორიგი მცდელობაა.

„მორიგი შეკვეთილი დიაგნოზი საქართველოს "დაუძინებელი მეგობრების" მხრიდან, ანუ როგორ ცვლის TI-Georgia (Transparency International) ობიექტურ ანალიზს - ბანალურ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. Transparency International Georgia-ს განცხადება, თითქოს საქართველო „დაჭერილ კლეპტოკრატიულ სახელმწიფოდ“ იქცა, არ წარმოადგენს არც ექსპერტიზას და არც ანტიკორუფციულ ანგარიშს. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური პლაკატი.
სიცრუეზე და უსამართლობაზე აგებულ ამ განცხადებაში, Transparency International Georgia საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ვინაიდან TI-სავე ინდექსების მიხედვით, საქართველო კორუფციის აღქმით უფრო "სუფთაა", ვიდრე ევროკავშირისა და NATO-ს არაერთი წევრი-ქვეყანა. თუმცა მათ მიმართ ტერმინი „კლეპტოკრატია“ არასდროს არ გამოყენებულა. რატომ? იმიტომ, რომ მათ მიმართ ვრცელდება დაუწერელი კანონი: „ძაღლიშვილები კი არიან, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილები", ხოლო საქართველო - სრულად გამოვიდა ამ "მამაძაღლების" კონტროლიდან.

TI-Georgia-ს თითქოს ავიწყდება საკუთარი წარსული შეფასებებიც: სულ ახლახან საქართველო სახელდებოდა "ანტიკორუფციული რეფორმების სამაგალითო ქვეყნად" და პოსტსაბჭოთა კორუფციული მოდელის წარმატებულ დამანგრევლად. დღეს კი იგივე რეფორმები უცბად „სახელმწიფოს მიტაცებად“ ცხადდება - ზუსტად იმ მომენტში, როცა თბილისი უარს აცხადებს გარე პოლიტიკური დირექტივების უპირობო შესრულებაზე და ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს.

„აღქმის ინდექსი“ წარმოდგენილია, როგორც სასამართლო განაჩენი, ემოცია - როგორც მტკიცებულება, ხოლო პოლიტიკური ლოზუნგი, როგორც ფაქტი. ეს კლასიკური მანიპულაციაა: არა გამოძიება, არა სასამართლო და არა ფაქტები - არამედ ზეწოლის ენა. ამ კონტექსტში TI-Georgia მოქმედებს არა როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, არამედ როგორც დასავლური პოლიტიკური მექანიზმის ჩაშენებული ელემენტი არასასიამოვნო ხელისუფლების დელეგიტიმაციისთვის, სუვერენიტეტის დისკრედიტაციისთვის და სანქციური თუ დიპლომატიური ზეწოლის გასამართლებლად.

საქართველო აღიარებს პრობლემებს, მაგრამ უარყოფს იარლიყების მიკერებას და სტიგმატიზებას, რადგან „კლეპტოკრატია“ სუსტი რეჟიმების დიაგნოზია, სადაც სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ამ შემთხვევაში კი ეს უბრალოდ საქართველოს მორიგი დასჯის ინსტრუმენტია მისი "ურჩობისთვის" და საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ეს სიბინძურე აღარ უნდა გვაღელვებდეს - მათი აგონია არაა გადამდები,“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი