CNN: ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპი შესაძლოა მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს და ამაში დაადანაშაულოს უკრაინა და ევროპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 10 დეკემბერი 2025, 19:27
ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპი იმდენად იმედგაცრუებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობით, რომ შესაძლოა მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს და ამაში დაადანაშაულოს უკრაინა და ევროპა, - წერს ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, „მისთვის ის [უსასრულო ომ] სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური ტვირთი“.

„ტრამპის პესიმისტური შეფასება ომის შესახებ ნიშნავს პრეზიდენტის პოზიციის მკვეთრ ცვლილებას. სულ რაღაც ორ თვეზე მეტი ხნის წინ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა დამკვირვებლები გააკვირვა, როდესაც განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ პოზიციების შენარჩუნება, არამედ რუსეთის მიერ შეჭრის შემდეგ წართმეული მთელი ტერიტორიის, და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დაბრუნება“, - ნათქვამია სტატიაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი