იგორ კოლომოისკიმ ისრაელში ტიმურ მინდიჩის მკვლელობის მცდელობის შესახებ განაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 10 დეკემბერი 2025, 20:18
იგორ კოლომოისკიმ ისრაელში ტიმურ მინდიჩის მკვლელობის მცდელობის შესახებ განაცხადა.

ოლიგარქის თქმით, უკრაინის კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მკვლელობის მცდელობა 28 ნოემბერს მოხდა.

„ეს იყო მკვლელობის მცდელობა, დამნაშავეები დააკავეს. მათ დიასახლისი დაჭრეს“, - ციტირებს უკრაინული მედია კოლომოისკის სიტყვებს.

ბიზნესმენის თქმით, ის დამატებით დეტალებს მის საქმეზე შემდგომ სასამართლო სხდომებზე გაავრცელებს.

იგორ კოლომოისკი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი ედება თაღლითობასა და უკანონოდ შეძენილი ქონების გათეთრებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი