41
10 დეკემბერი 2025, 20:22
რომის პაპმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, არ დაშალოს ტრანსატლანტიკური ალიანსი მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელმა“ ლიდერმა POLITICO-სთან ინტერვიუში ევროპა მკაცრად გააკრიტიკა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომის პაპმა განაცხადა, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები იყო მცდელობა, დაენგრია აშშ-ევროპის ურთიერთობა.
„განცხადებები, რომლებიც ევროპის შესახებ გაკეთდა ბოლო დროს ინტერვიუებში, ვფიქრობ, არის მცდელობა, დაშალოს ის, რაც, ჩემი აზრით, დღეს და მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.
რომის პაპის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობა „ევროპის ჩართვის გარეშე“ არარეალისტურია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |