ზოგს პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობის, ექსპერტობის, ისეთ ჩაკეტილ წრეში არიან შესული, რომ საქართველოსაც შესწირავდნენ და ამას გამარჯვებას დაარქმევდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 10 დეკემბერი 2025, 22:40

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ მე რომ ვყოფილიყავი ამას არ დავუშვებდი, ომი არ მოხდებოდა, ეს იყო დანაშაული რომ დაუშვით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პოლიტიკა, რომელსაც ომის დაწყების შემდგომ აწარმოებდა, სწორია და ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტითაც გამოჩნდა.

„ჩვენი მაშინდელი პოზიცია, რასაც ჩვენ გავუძელით, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც დღეს დაგვანახა შედეგები. დღეს ამ პოზიციას ეტრფის ყველა, ამ პოზიციაზე ხდება მობილიზება ყველა ქვეყნის. ვინც კი შორდება ევროპულ ბიუროკრატიას და ვისაც უნდა, რომ გაემიჯნოს საომარ ვითარებას, ყველას უნდა იმ პოზიციაში იყოს, რაც მაშინ საქართველომ აირჩია და გაუძლო.  ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენ მისაბაძი გავხდებით ამ პოზიციით, რომელიც დავიცავით და გამოჩნდა კიდეც. პირდაპირ პარალელია ახლა, რაზეც უსაფრთხოების დოკუმენტშია საუბარი, იმ ღირებულებებზე, იმ პოლიტიკაზე, რა პოლიტიკაც აწარმოვა საქართველომ ამ ბოლო წლების მანძილზე, მით უმეტეს ომის დაწყების შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ნატრულობს, რომ საქართველო უკრაინის მდგომარეობაში იყოს.

„ზოგს პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობის და ექსპერტობის და ისეთ ჩაკეტილ წრეში არიან შესული, რომ მათი თვალსაზრისით საქართველოსაც კი შესწირავდნენ, რომ რუსეთი დამარცხებულიყო. მისტირიან, რომ რატომ არ არიან დღეს უკრაინის მდგომარეობაში. პირდაპირ შესწირავდნენ საქართველოს და ამას გამარჯვებას დაარქმევდნენ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Daily Mail: გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს სურს ოთხი ქვეყნის „ევროკავშირიდან გაყვანა“, როგორც „დავუბრუნოთ ევროპას დიდება“ სტრატეგიის ნაწილი
ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრემიერის შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თემები, რაც აქტიურად დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგში
მარკ რუტე - ევროპა უნდა მოემზადოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანე
არქივი