ნიკა ობოლაძე - თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს და რეალობაა ის, რომ საქართველოს ჰყავს ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
218 10 დეკემბერი 2025, 23:55
„თუ ქმედება ის არის, რომ ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეგრე მაშინ რომელიმე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ლეგიტიმური პრემიერი. ან მაშინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, ან პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ  გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა. 

მისივე განცხადებით ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს.

„ჩვენ გადავეშვით იქ, საიდანაც უბრალოდ გვიჭირს შემოტრიალება. ჩვენ ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში და რეალობის აღქმა გვიჭირს. და რეალობა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის ქმედითი, ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება.
ერთი მხრივ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ერთმანეთს და ამბობდეს, რომ შეუძლებელია ამათ მოიგონ და მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ შეუძლებელია ხაზარაძემ მოიგოს და ის სათამაშო პარლამენტს გვთავაზობდა. რატომ იყო ის სათამაშო პარლამენტი, თუ არჩევნები 2024 წელს ოპოზიციამ მოიგო. მაშინ ის იყო ლეგიტიმური პარლამენტი. რატომ ვაკრიტიკებთ ოპოზიციის ლიდერებს ან პოლიტიკურ პარტიებს, ამ ხალხმა თუ მოიგო 2024 წლის არჩევნები, მაშინ არიან ქმედითები, მაშინ ყველაფერი ისე უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ლეგიტიმური და  არჩევნებს იგებს, ან რაღაც სხვანაირად არის“-განაცხადა ობოლაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი