მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 11 დეკემბერი 2025, 00:07

აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე თუ ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.

„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა [პროდასავლურზე], რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება რომელიმე გამოვიდეს. მე მაინტერესებს ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი ორი აქტივისტის ფეისბუქ-პოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ, რომ ასეთი დამოკიდებულებაა. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც მიიჩნევენ, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ აბა, სად დგანან ახლა - ევროპული ბიუროკრატიის გვერდით თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც აშშ-ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული კანონზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. აქტორები იგივე არიან, უბრალოდ, ინიციატორები იცვლებიან
ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გარკვეული ძალებისთვის მიუღებელია
მაკა ბოჭორიშვილი: აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით
ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია, მას უფლება არ აქვს სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს
არქივი