ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. აქტორები იგივე არიან, უბრალოდ, ინიციატორები იცვლებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 11 დეკემბერი 2025, 00:35

ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით.

ბოჭორიშვილის თქმით, აქტორები იგივე არიან, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვუყურებთ, უბრალოდ, ინიციატორები იცვლებიან ხოლმე.

„იყო რაღაც კამპანიები, რომლებიც იწყებოდა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებით და შემდეგ შენდებოდა ამაზე მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მედია. იყო რაღაც კამპანიები, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდნენ უცხოელი პოლიტიკოსები უფრო მეტად. ჩვენ ვიხილეთ უცხოელი დიპლომატებიც და ახლა ეს არის მაგალითი, როდესაც სცენაზე არის უცხოური მედიასაშუალება, როგორც, ასე ვთქვათ, პირველწყარო ამ კამპანიის დაწყების. ესეც ჩვეულებრივად მართული კამპანიაა, იმავენაირი კამპანიაა დეზინფორმაციის, რაც ჩვენ არაერთი ვიხილეთ საქართველოს წინააღმდეგ. გახსოვთ ალბათ „თავისუფლება მიშას“ კამპანია, როგორ მოწამლეს და როგორ კვდებოდა პატიმარი ნომერი ერთი ქართულ ციხეში, როდესაც ციხეშიც არ იყო და არაერთი კამპანია ასეთი ცრუ კამპანია, „რუსული კანონი“ როგორ მივიღეთ, რომელიც არ იყო რუსული სინამდვილეში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მიზანი ყველა შემთხვევაში იყო, რომ დაზიანებულიყო საქართველოს ინტერესი, დაზიანებულიყო ჩვენი ეროვნული ინტერესი და დაზიანებულიყო ხელისუფლება.

„ეს იყო მიზანი ყველა იმ კამპანიის, რომელიც დაიწყო. აბა რა იყო მიზანი, მაგალითად იმ კამპანიის, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში. რა იყო იმ კამპანიის მიზანი, რომ ჩვენ გავაყალბეთ არჩევნები და რაღაც არადემოკრატიულ გზას დავადექით. ესეც იგივე კამპანიაა, რომ რაღაც მძიმე სურათი უნდა შექმნან, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ გაამყარონ ნარატივი, რა ნარატივითაც რეალურად შენ სჯი საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და არ მიჰყვება იმ ხაზს, რა ხაზიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გარკვეული ძალებისთვის მიუღებელია
მაკა ბოჭორიშვილი: აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს
მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით
ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია, მას უფლება არ აქვს სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს
არქივი