პრემიერის შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თემები, რაც აქტიურად დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 11 დეკემბერი 2025, 20:05

საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს, კარგი შესაძლებლობაა, რათა გაიმართოს შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უკვე შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი ამ ქვეყანასთან და მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე იყოს ის საკითხები განხილული, რაც შეეხება ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის და ის მჭიდრო ურთიერთობები ასევე საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ დიალოგს.

ასევე, იქნება შესაძლებლობა სხვა ლიდერებთან, ცენტრალური აზიის  ქვეყნებთან შეხვედრისთვის, რაც ასევე საჭირო და  მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის. ამ შეხვედრების ფარგლებში, პირველ რიგში, განხილული იქნება ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თემები, რაც დგას აქტიურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელთა შორისაც დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
ზელენსკის თქმით, უკრაინამ კუპიანსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ოკუპანტებისგან გაწმინდა და კონტროლი დაიბრუნა
ევროპელი ლიდერები რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას მიესალმებიან
"ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა" - ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში
ვოლფგანგ იშინგერი: ვიდრე უკრაინა ომობს, ევროპა უსაფრთხოდ არის
არქივი