მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 11 დეკემბერი 2025, 20:20

მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონები „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულია და გამოქვეყნებისთანავე ძალაშია.

პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.

ცვლილების მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, კანონში იწერება, რომ დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით გადაკეტვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელთა შორისაც დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
ზელენსკის თქმით, უკრაინამ კუპიანსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ოკუპანტებისგან გაწმინდა და კონტროლი დაიბრუნა
ევროპელი ლიდერები რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას მიესალმებიან
"ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა" - ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში
ვოლფგანგ იშინგერი: ვიდრე უკრაინა ომობს, ევროპა უსაფრთხოდ არის
არქივი