პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 12 დეკემბერი 2025, 19:13

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს, სოფელ ღულელებში, ბრალდებულმა დანით დაჭრა დაზარალებული, ხოლო მეორე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, რა უფლებით. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა
ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა
სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ
არქივი