სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 12 დეკემბერი 2025, 21:16

სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „დედაქალაქი წელსაც განსაკუთრებული იქნება”.

„ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, რა უფლებით. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა
ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა
სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ
არქივი