აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, რომელთა შორის დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 12 დეკემბერი 2025, 22:20

აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოები.

დონალდ ტრამპი სამ ფოტოზეა გამოსახულია. პირველ ფოტოზე რამდენიმე ქალბატონთან ერთად არის, რომელთა სახეებიც დაფარულია. კიდევ ერთი ფოტო 1997 წლის „ვიქტორია სეკრეტის“ წვეულებიდანაა, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად ჩანან. ტრამპი  მესამე სურათზეც ქალბატონთან არის, რომლის სახეც ასევე დაფარულია.

დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ურთიერთობა 2004 წელს შეწყდა, ბევრად ადრე, ვიდრე ეპშტეინი დააპატიმრეს.

დემოკრატების მიერ გამოქვეყნებულ 19 ფოტოსურათზე დონალდ ტრამპის გარდა რამდენიმე ცნობილი პიროვნებაა გამოსახული. მათ შორის არიან: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, კინორეჟისორი ვუდი ალენი, ეკონომისტი ლერი სამერსი, ადვოკატი ალან დერშოვიცი, ბრიტანელი მეწარმე რიჩარდ ბრენსონი, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი.

ბილ კლინტონი ერთ ფოტოზე ჯეფრი ეპშტეინთან ერთად არის გამოსახული. კლინტონის წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამშრომლებთან ერთად 2002-2003 წლებში ოთხჯერ იმოგზაურა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით.

ბილ გეითსი ჩანს ორ ფოტოზე, სადაც ის ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათზე მარჯვნივ ჩანს მეფე ჩარლზიც, რომელიც იმ დროს უელსის პრინცი იყო.

კომიტეტი ეფშტეინის საქმიდან ამჟამად დაახლოებით 95 000 ფოტოსურათს იკვლევს.

კომიტეტის რესპუბლიკელი  წარმომადგენლის განცხადებით, დემოკრატები ცდილობენ, „შექმნან ყალბი ნარატივი პრეზიდენტ ტრამპის შესახებ“. როგორც რესპუბლიკელებმა განმარტეს, დოკუმენტები არაფერს აჩვენებს დონალდ ტრამპის მხრიდან რაიმე სამართალდარღვევის შესახებ.

ცნობისთვის, 19 დეკემბრისთვის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გამოაქვეყნოს ყველა ფაილი, რომელიც დაკავშირებულია ჯეფრი ეპშტეინის გამოძიებასთან. ჯეფრი ეფშტეინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც 2019 წელს არასრულწლოვნების სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააპატიმრეს. ის იმავე წელს საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვალა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილები
ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
სტივ უიტკოფი - ბერლინში გამართულ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაც ამაზეა აგებული, რომ თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიხედოს საკუთარ ინტერესს და მეზობელი, რაც არ უნდა კეთილმოსურნე იყოს, მას აქვს საკუთარი ინტერესი
მაია ბითაძე BBC-ის ფილმზე: ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო და კრახით დასრულებული ნაბიჯი იმ სიცრუით სავსე კამპანიაში, რაც ძალიან გაცვდა საქართველოს მოსახლეობის თვალში
არქივი