11
13 დეკემბერი 2025, 01:18
2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის“, - დასძინა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |