„ქართული ოცნების“ პოლიტიკაც ამაზეა აგებული, რომ თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიხედოს საკუთარ ინტერესს და მეზობელი, რაც არ უნდა კეთილმოსურნე იყოს, მას აქვს საკუთარი ინტერესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 15 დეკემბერი 2025, 00:11

მთავარი მიზანი, რაც ჩვენს კონტინენტს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის ომის დასრულება, რომელიც მხარდაჭერილი იყო დიდი სახელმწიფოების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ევრობიურკრატების ორმაგი სტანდარტი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება 2029 წლამდე, სანამ ევროკომისიის არსებული შემადგენლობა არ შეიცვლება, ბითაძემ აღნიშნა, რომ „ამის პროგნოზირება ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია“. იგი მიიჩნევს, რომ ბევრი რამ ინერციით ისევ გაგრძელდება.

„თუმცა, ერთი ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებაა შეცვლილი, რადგან ის სტანდარტები, რაც ევროკავშირმა დაარღვია, რასაც ევროპული ღირებულებები, თანასწორუფლებიანობა ჰქვია და დემოკრატიის საფუძვლებია, თვალნათლივაა დარღვეული. ასე რომ, მთავარი მიზანი, რაც ჩვენს კონტინენტს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ამ არასწორი ომის დასრულება, რომელიც მხარდაჭერილი იყო დიდი სახელმწიფოების მხრიდან“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ერთგვარად შეგულიანებული იყო.

„ერთი რამ არის ფაქტი, მე ეს არაერთხელ მითქვამს - ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაც ამაზეა აგებული, რომ თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიხედოს საკუთარ ინტერესს და მეზობელი, რაც არ უნდა კეთილმოსურნე იყოს ის, საკუთარი ინტერესი აქვს. ასე, რომ ჩვენ პირველ რიგში, ჩვენი ინტერესების დაცვას, ჩვენი რესურსის გამოყენებას უნდა შევეცადოთ და უნდა შევეცადოთ იმას, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ იმ დიდი ძალისხმევით, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში არ ვიშურებთ“, - განაცხადა ბითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი