დავით ქართველიშვილი: დამეთანხმებით, „რუსული რეჟიმის“ და რამზან კადიროვის „პირადი მეგობრების“ პოზიციიდან მოქმედი ხელისუფლება ძალზედ „არალოგიკურად“ იქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 15 დეკემბერი 2025, 11:20

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება რამზან კადიროვის განცხადებას „სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ კიდევ არ სურთ საქართველოზე გამავალი გზა“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში პერიოდულად წინ წამოიწევა ხოლმე საქართველომდე სახმელეთო გზის მშენებლობის საკითხი, ის მაინც საუბრის დონეზე რჩება და წინ არ მიდის.

„სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ კიდევ არ სურთ საქართველოზე გამავალი გზა“, - განაცხადა რამზან კადიროვმა. ჩეჩნეთის ლიდერმა ეს განცხადება 14 დეკემბერს პირდაპირ ეთერში გააკეთა, როდესაც უპასუხა კითხვას „იტუმ-კალე (ჩეჩნეთი) - შატილის (საქართველო)“ ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ჩეჩნეთში პერიოდულად დგება საქართველომდე სახმელეთო გზის მშენებლობის საკითხი, მაგრამ საუბრის მიღმა წინ არაფერი მიდის.

„იტუმ-კალე-შატილის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა არგუნის ხეობის ზემო ნაწილის გასწვრივ, იტუმ-კალეს რეგიონული ცენტრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე. მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, მაგრამ სამუშაოები ორი წლის შემდეგ საქართველოს პოზიციის გამო შეჩერდა. 2022 წლის მარტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისს არასდროს განუხილავს და არც განიხილავს ჩეჩნეთთან ავტომაგისტრალით დაკავშირების საკითხი. დამეთანხმებით, „რუსული რეჟიმის“ და რამზან კადიროვის „პირადი მეგობრების“ პოზიციიდან მოქმედი ხელისუფლება ძალზედ „არალოგიკურად“ იქცევა. აკაცუკების ცენტრალური პროცესორის „დედაპლატას“ ამ კოგნიტურ დისონანსზე ბოლი თუ აუვიდა, იმედია ამასაც ჩვენ არ დაგვაბრალებენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი