ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 15 დეკემბერი 2025, 13:39

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და „სასარგებლო იდიოტების“ როლის გამთამაშებლები - კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებისთვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკური ელემენტებია, „დიფ სთეითის“ დავალებების შესასრულებლად.

„გამორიცხულია შვილებს, და განსაკუთრებით გოგონებს, თავისი მამები რაღაც უფრო განსხვავებული სიყვარულით არ უყვარდეთ. დედებს არ ეწყინოთ, ვიცი, რასაც ვიძახი. ხოლო, როდესაც მამა მთელი ცხოვრება სლოვენიის КГБ-ს მაღალჩინოსანი იყო, შანსი არაა მისი „ავატარი“ შენში არ ჩასახულიყო, როგორც ეს მარტა კოსის შემთხვევაშია, დიდი ალბათობით. დღეს ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და „სასარგებლო იდიოტების“ როლის გამთამაშებლები - კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით. წარსულში КГБ-ს ნომენკლატურის დანარჩენი პირმშოები, კუბილიუსი იქნება ეს თუ იუკნევიჩიანე, КПСС-ის წევრი ნაუსედა თუ სხვები, საკუთარ ამოცანას წარმატებულად უმკლავდებიან. მათ გათვლებში საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკის ელემენტებია. სტრატეგია ბრიუსელისთვის „ბაბილონის“ თუ „კართაგენის“ სცენარის განვითარებაა იმ „დიფ სთეითის“ დავალების თანახმად, რომელშიც მათი წარმომავლობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ჩანერგილებიც იყვნენ. ასე რომ, ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება. „ტიტანიკზე“ დაგვიანება მადლია ჩვენთვის,“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი