დონალდ ტრამპი ბერლინში ევროპელი ლიდერების შეხვედრას სატელეფონო ზარით შეუერთდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 15 დეკემბერი 2025, 23:12

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, დონალდ ტრამპი ბერლინში ევროპელი ლიდერების შეხვედრას სატელეფონო ზარით შეუერთდება, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპს ბერლინში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „კმაყოფილი ჩანდა“ მიღწეული პროგრესით.

ამასთან, აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მაგიდაზეა წარმოდგენილი, „ყველაზე ძლიერია“, რაც უკრაინას ოდესმე უნახავს.

ამასთან, მათივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის კვლავ არსებობს უფსკრული. „ორივეს სურს მისი შეკეთება და ამუშავება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლოს არიან შეთანხმებასთან „ენერგიის გამომუშავების 50/50 განაწილებაზე“.

ამასთან, წყაროებმა განაცხადეს, რომ მხარეებზეა დამოკიდებული, მიაღწიონ შეთანხმებას ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც, მათი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მთავარი დაბრკოლებაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი