56
16 დეკემბერი 2025, 06:32
რუსეთზეა დამოკიდებული, გვექნება თუ არა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ეს ახლა მხოლოდ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ევროპული, უკრაინული და ამერიკული წინადადებები. ეს წინადადებები ახლა წარედგინება რუსულ მხარეს. ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, შესაძლებელი იქნება თუ არა შობამდე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის მთავრობას, რუსეთის პრეზიდენტს, რომ უკრაინელი ხალხი შობის პერიოდში დატოვონ მშვიდად, დაბომბვებისა და სარაკეტო თავდასხმების გარეშე“, – განაცხადა მერცმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |