Forbes: მასკი გახდა ისტორიაში პირველი მილიარდერი, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შესაძლოა ტრილიონერი გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 16 დეკემბერი 2025, 16:04
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება 168 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 677 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკის წილი კომპანია SpaceX-ში (42%) სატენდერო წინადადების შემდეგ 336 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. SpaceX-ის ორმა ინვესტორმა გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიის ღირებულება 800 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა აგვისტოში ის 400 მილიარდი დოლარი იყო.

Forbes-ის მტკიცებით, ამრიგად, მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანია SpaceX-მა 2026 წელს საკუთარი აქციები გასაყიდად საჯაროდ გაიტანა. მოსალოდნელია, რომ კომპანიის ღირებულება 1,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. თუ ეს ასე მოხდება, მასკი, შესაძლოა, ტრილიონერი გახდეს.

როგორც Forbes-ი წერს, ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მასკს კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი ლარი ფეიჯი მოჰყვება, რომლის ქონება 253,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სერბეთში ერთ მინისტრს და კიდევ სამ პირს ბრალდება წარედგინა ტრამპის სიძესთან, კუშნერთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტის დოკუმენტების გაყალბების.. გამო
ამერიკელი სენატორი მაიკ ლი: ევროკავშირი არ არის ჩვენი მოკავშირე
Politico: გერმანიასა და საფრანგეთში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თვითონ - ყველა - არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი
იტალიის ვიცე-პრემიერი: ვერც ჰიტლერმა და ვერც ნაპოლეონმა მოსკოვის დაჩოქება ვერ შეძლეს. მეეჭვება, რომ ეს შეძლონ კალასმა, მაკრონმა, სტარმერმა და მერცმა
არქივი