მარტა კოსების, კუბილიუსების და კაია კალასების ლომის წილია იმ პროცესებში, რომ საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეჭამა ოპოზიციური სპექტრი და ტერორიზმის გზაზე დააყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 16 დეკემბერი 2025, 17:00
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, სადაც ევრობიუროკრატმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის მხარდაჭერით, აქვს შესაძლებლობა ევროპულ გეზს დაუბრუნდეს.

„ხელისუფლებას აქვს სწორი პოზიცია - მკაფიოდ არის გაცხადებული ჩვენი ეროვნული ინტერესი და ის, რომ ხელისუფლება არამც და არამც არ გადაუხვევს ამ ინტერესს რაიმე დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, ვერანაირ მოლაპარაკებებში ვერ შევა და არც აპირებს ასეთ პროცესებში მონაწილეობას“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საერთო ინტერესების პოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს აღიქვამენ როგორც თანასწორ პარტნიორს.

„პირველ რიგში, ხელისუფლებას აქვს სწორი და ცალსახა პოზიცია - მკაფიოდ არის გაცხადებული ჩვენი ეროვნული ინტერესი და ის, რომ ხელისუფლება არამც და არამც არ გადაუხვევს ამ ინტერესს რაიმე დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, ვერანაირ მოლაპარაკებებში ვერ შევა და არც აპირებს ასეთ პროცესებში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს შეცვლილა.

ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი დამოკიდებულება - ყველა აქტორმა, სტატუსის, სიმაღლისა და გაბარიტების მიუხედავად, უნდა გამოიჩინოს ნება და გვესაუბროს როგორც თანასწორ პარტნიორს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საერთო ინტერესების პოვნა.

ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ - კალასების, კოსების და სხვა წარმომადგენლების განცხადებებს - ნათელია, რომ ისინი რიტორიკის შეცვლას არ აპირებენ. შესაბამისად, თუ მათი მხრიდან რიტორიკა არ შეიცვლება, არც დამოკიდებულებები შეიცვლება და ასეთ ადამიანებთან სასაუბრო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს. მით უფრო მაშინ, როცა სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით ლომის წილი იმ პროცესებში, რომლებმაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებამდე მიგვიყვანა -  საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეჭამა ოპოზიციური სპექტრი და რადიკალიზმისა და ტერორიზმის გზაზე დააყენა,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი