61
16 დეკემბერი 2025, 18:00
გამოცემა Politico-ს ცნობით, გერმანიასა და საფრანგეთში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა შემცირდა.
აღნიშნულ ორ სახელმწიფოში ჩატარებული უახლესი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას სურს, რომ მთავრობამ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა შეუმციროს.
Politico წერს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის ერთიანობა არ არსებობს.
გამოცემის ინფორმაციით, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი და კანადა კიევის მტკიცე მხარდამჭერები არიან, ევროპული ქვეყნების ნაწილში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში, ომით დაღლილობა შეიმჩნევა და მოსახლეობაც უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების დახმარების უსაზღვროდ გაგრძელებას აღარ ემხრობა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |