ევროკავშირი ამ შემადგენლობით არასდროს მიგვიღებს თავის რიგებში მანამ, სანამ ჩვენ არ ვითამაშებთ მათი თამაშის წესებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 18 დეკემბერი 2025, 19:34

მთავარი დანიშნულება BBC-ის ფილმის და შემდეგ მასზე აყოლება ბრალდებების არის ის, რომ რამენაირად რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროპარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბრალდება იმის თაობაზე, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა, აბსურდულია.

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. წესით და რიგით ადამიანები უნდა იყვნენ გარდაცვლილი, ისეთი ქიმიური იარაღი იყო თითქოსდა გამოყენებული, მაგრამ ერთი წლის თავზე ეს ადამიანები არა თუ გვესაუბრებიან, არამედ ჩივიან უცხოეთში, თავიანთ პატრონებთან, რაც ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება. მეორე, მთავარი დანიშნულება BBC-ის ფილმის და შემდეგ მასზე აყოლება ბრალდებების არის ის, რომ რამენაირად რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას და მაქსიმალურად გააშიშვლონ თავისი ზრახვები იმის შესახებ, თუ რატომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მათ არ ვამხელთ, რომ ეს ფარსი მიმართული არის ხელისუფლების შესაცვლელად, რასაც მაქსიმალურად ცდილობს ევრობიუროკრატია აგენტურის საშუალებით. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ამას ვერ აღწევენ, საყურადღებო არის“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები და მათი აგენტურა ყველა ფორმატს იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად რეპუტაციული ზიანი მიაყენონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქართველო არ და ვერ იცხოვრებს სხვისი კარნახით და მოხვეული ვალდებულებებით.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები „ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ მათი თამაშის წესებს“.

„ევროკავშირი ამ შემადგენლობით, ამ ბიუროკრატიით, ამ სტრუქტურით ჩვენ არასდროს მიგვიღებს თავის რიგებში. არ მიგვიღებს მანამ, სანამ ჩვენ არ ვითამაშებთ მათი თამაშის წესებით, სანამ არ გავითვალისწინებთ ყველა იმ მიდგომას, რასაც ისინი დიქტატორულად გვთხოვენ, რომ უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ უნდა იყოს საქართველო ნეიტრალური ქვეყანა და უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი