ქალაქში კოკა-კოლის საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს. რა შეიცვალა? ხელისუფლება შეიცვალა? უკრაინამ ომი მოიგო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 20 დეკემბერი 2025, 15:18
ქალაქში კოკა-კოლის საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა. შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს და ეს გადაწყვეტილება ღირებულებით პოზიციად შეფუთეს, თითქოს არსებობდა მორალური ზღვარი, რომელსაც ბიზნესი ვერ გადააბიჯებდა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდელამდე არაფერი შეცვლილა, არც ხელისუფლება შეცვლილა, არც უკრაინას მოუგია ომი და სწორედ ეს არის გააზრებული ანგარება და სისტემური გაიძვერობა, სადაც ღირებულებები "საჭიროებისამებრ" იცვლება.

„ქალაქში კოკა-კოლის საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა.

შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს და ეს გადაწყვეტილება ღირებულებით პოზიციად შეფუთეს, თითქოს არსებობდა მორალური ზღვარი, რომელსაც ბიზნესი ვერ გადააბიჯებდა. დღეს კი, ერთი წლის თავზე, ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდლამდე?  ხელისუფლება შეიცვალა? უკრაინამ ომი მოიგო? პუტინი აღარ არის რუსეთის პრეზიდენტი? პასუხი მარტივია,   არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ კონიუნქტურა და გაჩნდა პირადი სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობა.  სწორედ ეს არის ვირეშმაკობა  პრინციპებით ვაჭრობა. მისი უპრინციპულობა მით უფრო ცხადი ხდება, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს ჭყონიასთვის ხელი არ შეუშლია: მაშინ, როცა საჯაროდ მორალზე საუბრობდნენ, პრაქტიკაში „კოკა-კოლას“ პროდუქცია რუსეთში ჩვეულებრივ გაედინებოდა.  ეს არის გააზრებული ანგარება და სისტემური გაიძვერობა, სადაც ღირებულებები "საჭიროებისამებრ" იცვლება ხოლმე“. - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი