ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს „ქართული ოცნების“ მედგარი ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 23 დეკემბერი 2025, 14:56

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს „ქართული ოცნების“ მედგარი ხელისუფლება“.

როგორც ანალიტიკოსი წერს, „საგარეო ავაზაკებისგან“ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მმართველი გუნდი ჩამოიშლებოდა და აგენტოკრატიის პირობებში ეს პირები სარფიან პოზიციონირებას შეინარჩუნებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ მოხდება, როცა ქვეყანას მართავს პატრიოტული ბირთვი.

„ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს „ქართული ოცნების“ მედგარი ხელისუფლება.


საგარეო ავაზაკებისგან როგორ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მმართველი გუნდი ჩამოიშლებოდა და აგენტოკრატიის სავასალეთში სარფიან პოზიციონირებას შეინარჩუნებდნენ; ეს არ მოხდება, როცა ქვეყანას მართავს პატრიოტული ბირთვი.

რაც შეეხება „ნაცსაბომჟეთის“ ცალკეულთა ბრალდებებს, რომ მათ უგვანო აქციებს აფინანსებენ ფსევდოპატრიოტები „პატრიოტთა ალიანსიდან“, არც ეგაა განსაცვიფრებელი - ანგარება და რევანშიზმი ზოგიერთი მარგინალისთვის „უმაღლესი ფასეულობაა“.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია. მას სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი