ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 23 დეკემბერი 2025, 18:24

ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი იქნება საკმაოდ აქტიური ქვეყანაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ

წამყვანმა ჰკითხა, რა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ხედავს ინვესტიციების მოსაზიდად და ბრიუსელთან გართულებული ურთიერთობა რამდენად იმოქმედებს ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების მოზიდვაზე.

„ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინვესტიციების რაოდენობა, არამედ ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა. „იგლ ჰილსის“ პროექტი არის ერთ-ერთი უპრეცედენტო ინვესტიცია როგორც მოცულობით, ასევე ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის კუთხით. საქართველოს გააჩნია საკმაოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტები ე.წ. ფაიფლაინში, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა. მათ შორის აღვნიშნავდი თბილისის ახალი აეროპორტის პროექტს, რომელშიც საკმაოდ მზარდია კერძო სექტორის დაინტერესება. ანაკლიის პროექტი, რომლის კერძო პარტნიორის შერჩევაც მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია, წაახალისებს ენერგეტიკის სფეროში სხვა ინვესტიციებს და ფაქტობრივად იქნება მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის ზრდის კუთხით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი იქნება საკმაოდ აქტიური ქვეყანაში იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადადის და ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ მომავალ წლებში საქართველოში“, - აღნიშნა ცინცაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი