დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: სურსათის ფასების ზრდა სერიოზული გამოწვევაა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 24 დეკემბერი 2025, 12:27

სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია ცხადყოფს, რომ მთავრობა ზრუნავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბაზრის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები, რაც სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას გააძლიერებს.

„სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია ცხადყოფს, რომ მთავრობა ზრუნავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე. სურსათის ფასების ზრდა სერიოზული გამოწვევაა და იგი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა.

პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს საზოგადოებას. შემდგომ ე,აპზე კი, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბაზრის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები, რაც სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას გააძლიერებს“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი