რევაზ კარანაძე: დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 24 დეკემბერი 2025, 19:44

ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს, - წერს პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოში „კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ კომპანიები ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია”.

„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს. იმედია, რომ ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე და არ დარჩება მხოლოდ დაპირებად! ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ ჩემი თანამოაზრეები და მე ამ საკითხის მოგვარებას. რასაც ვამბობდით დიდი ხანი, ისიც დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ კომპანიები ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია. ასევე, ახალ მაღაზიებს ხსნიან მშრომელების ექსპლუატირების ხარჯზე. ერთ კონსულტანტს ამუშავებენ 4-ის ნაცვლად და მიზერულ ხელფასზე და თან დაცვაც ეგაა და დამლაგებელიც. ამ უნამუსობას თუ მიეხედება და ბიზნესის ლობის ზეწოლას გაუძლებს მთავრობა, მართლა ძალიან მაგარი იქნება. ველოდებით ახლა ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს. ამ საკითხებზე დღეს საღამოს იქნება ჩემი ვიდეოც, რომელიც კვირა დღეს ჩავწერეთ ჩემმა ძმაკაცმა და მე და აქედან გამომდინარე, არ ითვალისწინებს მთავრობის ინიციატივას”, - წერს კარანაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი