მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, განვითარებით ევროკავშირის „აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 25 დეკემბერი 2025, 12:55

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ამბობს, რომ მშვიდობით, ინვესტიციებით და სუვერენიტეტით, ევროკავშირი საქართველოს მიღებაზე უარს აცხადებს და სვამს რიტორიკულ კითხვას, თუ რა უნდა უპასუხოს ხალხმა მათ.

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს.

არა რუსულ დაბალ ფასებს!!!

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო…

და რა ვუპასუხოთ…?“- წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი