მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 25 დეკემბერი 2025, 13:36

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას USAID-ის შესაძლო გაუქმების შესახებ, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტობრივად იმ პრობლემის აღიარებაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ამტკიცებდა.

ექსპერტის შეფასებით, რუბიოს განცხადება და აშშ-ის მიერ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება.

„მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ ფაქტობრივად აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ. დღეს უკვე თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID - ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო!

ეს ნიშნავს, რომ საქმე გვქონდა უპასუხისმგებლო წრესთან, როგორც თანხის გამცემების, ისე მიმღებების მხრიდან. დოკუმენტებში შესაძლოა ეწერა „დემოკრატიის განვითარება“, „მედიის მხარდაჭერა“ ან „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“, მაგრამ რეალურად ფული იხარჯებოდა პოლიტიკურ აქტივიზმში და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნიკა გვარამია საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა გრანტი მიზნობრიობის გარეშე მივიღეო(გრანტს მიზნობრიობის გარეშე არ გასცემენ) მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა, რა სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ეს განცხადება, გაავრცელა მეორე განცხადება და თქვა, თითქოს გრანტი „მედიის განვითარებისთვის“ იყო განკუთვნილი. ეს შემთხვევა სიმბოლურია: ჯერ სიმართლე წამოსცდა, შემდეგ კი სცადა გადაფარვა.

რუბიოს განცხადება და აშშ-ს მიერ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის და აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია და ის პრობლემა, რომლის შესახებაც საქართველო საუბრობდა, მწვავედ დგას დღის წესრიგში. მსოფლიოს ჭირდება მეტი გამჭვირვალობა, მეტი პარტნიორობა და არა დემოკრატიის სახელით ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა,“ - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი