ბაჩო ახალაიას დაკავება არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი - ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 25 დეკემბერი 2025, 22:12

სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია - ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით - ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც „ოპოზიციასთან და არც ექს-ხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული - აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას დაკავებას.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ახალაიას დაკავება მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის, ან მომავალში წავა.

„რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას - სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან.

ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი - ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა.

სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია - ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით - ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც „ოპოზიციასთან და არც ექს-ხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული - აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა პოლიტიკურ რიტორიკაზე, არამედ კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებს უკავშირდება. სახელმწიფო არ დაელოდა ვითარების უკონტროლო ფაზაში გადასვლას და წინმსწრებად იმოქმედა - ძლიერი სახელმწიფოს პროფესიული სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციებში.

ეს საქმე საბოლოოდ ამსხვრევს მითს „სუსტი ხელისუფლების“ შესახებ. პირიქით, ვხედავთ ფუნქციონირებად სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ ზედმეტი ხმაურისა და ოპოზიციური ისტერიის გარეშე.

ახალაიას დაკავება ასევე მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის, ან მომავალში წავა.“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი