აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 26 დეკემბერი 2025, 15:49

აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება.

„ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.

ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, რომ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.

და საერთოდ, აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?

კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ, 25 დეკემბერს დააკავა. ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი