რაც ბაჩო ახალაიას დაპატიმრებით მოხდა, ეს არის პასუხი იმისა რა მდგომარეობაში არის ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 26 დეკემბერი 2025, 18:31

რაც ბაჩო ახალაიას დაპატიმრებით მოხდა, ეს არის ზუსტად პასუხი იმისა რა მდგომარეობაში არის ოპოზიცია. გამომდინარე იმ უბრალოდ მიზეზიდან, რომ ბაჩო ახალაიასაც არ მოეხსნა რეალობის აღქმის ვერ შეგრძნების გრძნობა, რაც სჭირს ოპოზიციას“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, რეალობას მოწყვეტილი რადიკალები ვერ აცნობიერებენ, რომ შენობებში შევარდნებით ხელისუფლების დამხობა ვერ მოხდება.

„რეალობა არის სულ სხვა, დღეს ვინმეს თუ უნდა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს მას უნდა ჰქონდეს საკმაოდ სერიოზული მიზეზები ამისთვის და უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა და მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ საზოგადოებიდან. მეორე, რეალობა სხვაგვარია - სახელმწიფო შემდგარია, სისტემა სხვაგვარად მუშაობს. და ადამიანების გონებაში თუ ისევ არის ჩარჩენილი ქუჩის პროცესები, სადმე შევარდნებით, რომ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება ძალიან მწარედ ცდებიან. მესამე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანები გადატრიალებას, რევოლუციის და სხვა ასეთი ქმედებების განხორციელებას რისთვის ფიქრობენ ხომ? იმისთვის, რომ უკან დაბრუნდნენ და უკან დააბრუნონ სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაში, რაც იყო 2012 წლამდე“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, რადიკალებს ჰქონდათ იმედი, რომ უცხოეთიდან ექნებოდათ მხარდაჭერა და ეს დასტურდება იმითაც, რომ არავის დაუგმია 4 ოქტომბრის მოვლენები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი