ბაჩო ახალაიას საქმეზე: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ, ერთმანეთის "პრევენტიულ" და "პოსლეზე" ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 27 დეკემბერი 2025, 19:34
პარტია „ხალხი ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც  თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სახელმწიფოს გადატრიალებას? პასუხობს, „ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ“. 

„ამ კონკრეტული გოგოტიშვილის და ახალაიას წინაპრები, ჯერ კიდევ მათი შთამომავლობის გენმოდიფიცირების ჟამამდე, უეჭველი ფლობდნენ ჩვენი კლასიკოსის სიბრძნეს -"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ამხელა ძალისხმევა რომ გაქვს დახარჯული რუსთაველის გამზირის გადაკეტვებზე, დიადი შოთას ეს მარადიული შთაგონება როგორ არ უნდა გაგხსენებოდა...

მე კი მეორე ქართული კლასიკაც მახსენდება, ამჯერად კინემატოგრაფიული. წმინდა პოზიტიური მოტივაციით და კეთილი განზრახვით, დაცვის მხრიდან მოწმე რუბენ ხაჩიკიანი, თავისი ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირს რომ უთხრის ძმაკაცის, ბრალდებული მიზანდარის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ოღონდ ამ კონკრეტულ მოკლე დიალოგში, რომელია "ხაჩიკიანი" და რომელია "მიზანდარი", ამის გარჩევა გამიძნელდება...

სუფთა "პრევენტიულად" ინტერესდება გოგოტიშვილი, იმ ძალებზე და საშუალებებზე დაყრდნობით (ალბათ, შემოტანილი შეიარაღებაც იგულისხმება), ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს "ჩაუშვებს", ახალაია აქაც "პრევენტიულად" იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ და "ჩემგან რა გინდათ" პონტში: მე რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ეხლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო...

საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ, ერთმანეთის "პრევენტიულ" და "პოსლეზე" ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები. აქ ახალაიას როლი და ადგილი ამ ყველაფერში მეტ-ნაკლებად გასაგებია. მაგრამ! ხვალ გაუკუღმართებული მოტივაციის მქონე რომელიმე დასავლურმა ორგანიზაციამ მორიგი ჟურნალისტური "ოსკარი" გოგოტიშვილსთვისაც თუ მოამზადა, დაჯილდოების დარბაზში ამ ვიდეოს გაშვებას ვურჩევ ქართული "ჟჟჟურნალისტიკის" თვალსაჩინოების მიზნით...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი