პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ „კორონაცები“, კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი „კარტელნაცებად" იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 28 დეკემბერი 2025, 13:18

ავსულთა ბინძური პროპაგანდა მათი ოჯახებისთვისაც საზიანოდ, მაქსიმალურად ცდილობს მთავრობის მეთაურის სასარგებლო ინიციატივის დისკრედიტაციას. შესწავლა არ დაწყებულა და უწიგნურ "ჟურნალისტებს" დააწანწალებენ აგრარულ ბაზრებში, საახალწლოდ ჩვეული მაღალი ფასების დასაფიქსირებლად, თითქოს 4 დღეში უნდა განხორციელებულიყო ფუნდამენტური ცვლილება - წერს ანალიტიკოსი გაია აბაშიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მეხუთე კოლონის ეს მცდელობაც, რომ მორიგი მტრობით როგორმე ჩააგდონ ფასებზე კარტელური გარიგებების უმახინჯესი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესი, ხმაურიანად მიექანება მორიგ ლაფში.

„პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ "კორონაცები", კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი "კარტელნაცებად" იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა ნაციმბეცილებო!
ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი მოკვლევის საფუძველზე, პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ სუპერმარკეტების ქსელში ხელოვნური ფასნამატებია და ამას სჭირდება საფუძვლიანი შესწავლა. რასაკვირველია, კომპლექსურ ანალიზს დრო მიაქვს, უსაშველო ნაცოპოზიციამ კი, სოლიდარობა გამოუცხადა სიძვირეს.

ავსულთა ბინძური პროპაგანდა მათი ოჯახებისთვისაც საზიანოდ, მაქსიმალურად ცდილობს მთავრობის მეთაურის სასარგებლო ინიციატივის დისკრედიტაციას. შესწავლა არ დაწყებულა და უწიგნურ "ჟურნალისტებს" დააწანწალებენ აგრარულ ბაზრებში, საახალწლოდ ჩვეული მაღალი ფასების დასაფიქსირებლად, თითქოს 4 დღეში უნდა განხორციელებულიყო ფუნდამენტური ცვლილება.

მეხუთე კოლონის ეს მცდელობაც, რომ მორიგი მტრობით როგორმე ჩააგდონ ფასებზე კარტელური გარიგებების უმახინჯესი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესი, ხმაურიანად მიექანება მორიგ ლაფში. სუპერ ტლუა ნებისმერი ნაცოპოზიციონერი, რომელიც მაღალი ფასების შენარჩუნებას იცავს.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი