მსოფლიო ჩართულია მოლაპარაკებაში, რათა გადაწყდეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, საქართველოს წლების განმავლობაში უკრძალავდნენ რუსეთის მიმართულებით გახედვასაც კი, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაეცვა დავით ქართველიშვილი დავით ქართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 29 დეკემბერი 2025, 19:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს საკითხის მიმართ წლების განმავლობაში ორმაგი სტანდარტი არსებობდა.

„ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვაინტერესებდეს საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო აქტორები ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობენ, საქართველოს მსგავსი შესაძლებლობა წარსულში არ ეძლეოდა

„საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე 17 წელია, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგივე 20%-ზეა საუბარი უკრაინის კონფლიქტის დროსაც. ვინმეს გახსოვთ, 17 წლის განმავლობაში მსოფლიო ასე შეწუხებულიყო ამ საკითხით? მთელი მსოფლიო მომართულია იმაზე, რომ რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ტერიტორიის 20%-თან დაკავშირებით - იქნება ეს ამერიკა თუ ევროკავშირი. საქართველოს შემთხვევაში, პირიქით იყო, გვიკრძალავდნენ რუსეთის მიმართულებით გახედვასაც კი, რომ საკუთარი ქვეყნის ბედით დავინტერესებულიყავით და იქნებ, რაიმე გარღვევისთვის მიგვეღწია.

ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შემდეგი მიდგომა - ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არ უნდა ვზრუნავდეთ იმ ქვეყნის მომავალზე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიმართ არც ერთი ნაბიჯით არ გამოხატა მხარდაჭერა.

პირიქით, მე არაერთხელ დამიწერია: როდესაც 2008 წელს უკრაინის რადა საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბა, იმდენი ანტიქართული რეზოლუცია მიიღეს, რომ მე უკრაინის ადგილას შემრცხვებოდა საქართველოსკენ თითის გაშვერაც კი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი