იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს, ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 30 დეკემბერი 2025, 14:55

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.

მისი განცხადებით, ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რაც ორი ათეული წლის წინ იყო, ამ ფონზე, ხელისუფლების მტკიცება, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, მიუღებელია და კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, ის ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველოს მთავრობა ყველაზე უფრო მომზადებული იქნება დანარჩენ [კანდიდატ] წევრებს შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს "ენჯეოკრატიას" ხელისუფლება. თუ არ აპირებს, მაშინ, უნდა განაცხადოს მკაფიოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ჩვენ ვაუქმებთ 78-ე მუხლს კონსტიტუციაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი