НАБУ მოქმედებს როგორც ორგანო, რომელსაც ზურგს უმაგრებს გარე ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთ არაფორმალურ მმართველობაზე ოცნებობდა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 30 დეკემბერი 2025, 15:27

„უკრაინაში НАБУ-ს ხელით მიმდინარეობს არა ანტიკორუფციული კამპანია და „ხელისუფლების გაწმენდა“, არამედ ბევრად უფრო სახიფათო პროცესი - მმართველი სტრუქტურების რღვევა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და უკრაინაში „ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს" (НАБУ) მორიგ სამიზნეზე აკეთებს აქცენტს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, НАБУ-ს მორიგი სამიზნე დავით არახამია აღმოჩნდა, რომელმაც იცის, რომ მისი კონფლიქტი НАБУ-სთან გარდაუვალია.

„დღეს უკრაინაში ამერიკელების მიერ შექმნილი „ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო" (НАБУ) ქვეყნის შიგნით უფრო ეფექტურად და გამანადგურებლად მუშაობს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკრაინული დრონები და სანამ ტრამპს „ალიყურს" უთავაზებ, ისიც უნდა გესმოდეს, რომ НАБУ არა ბაიდენის, არამედ სწორედ მისი ადმინისტრაციის მითითებებს ასრულებს.

ამჟამად НАБУ-ს სამიზნე დავით არახამიაა. მოკლევადიანი აღმოჩნდა მისი სიხარული, თავისი მთავარი კონკურენტის - ერმაკის მოცილების გამო. დღეს მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში НАБУ-ს ხელით მიმდინარეობს არა ანტიკორუფციული კამპანია და „ხელისუფლების გაწმენდა“, არამედ ბევრად უფრო სახიფათო პროცესი - მმართველი სტრუქტურების რღვევა, როდესაც საგამოძიებო ორგანო ომის პირობებში პირდაპირ კონფლიქტში შედის პოლიტიკურ ვერტიკალთან.

კონფლიქტი НАБУ-სა და დავით არახამიას შორის - არც ეს არის პირადი დაპირისპირება, არამედ ძალაუფლების ორი ფილოსოფიის შეჯახება, რომელთაგან თითოეული საკუთარ თავს ერთადერთ ლეგიტიმურად მიიჩნევს. НАБУ მოქმედებს როგორც ორგანო, რომელიც ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად არავის ექვემდებარება და რომელსაც ზურგს უმაგრებს გარე ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთ არაფორმალურ მმართველობაზე ოცნებობდა ბაიდენის ადმინისტრაცია ქართულ სასამართლოსა და ანტიკორუფციულ სტრუქტურებში, რაც ვერ მივართვით.

უკრაინაში კი, ამ ტიპის გარე მმართველობის ლოგიკა მარტივი და ცივსისხლიანი: გამოძიება - პოლიტიკაზე მნიშვნელოვანია, საქმე - სტაბილურობაზე, ხოლო მხილება - შედეგებზე. მშვიდობიან პერიოდში მსგავსი მიდგომა შესაძლოა მუშაობდეს. ომის დროს კი, იგი გარდაიქმნება შიდა დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად. არც არახამიაა ამ სქემაში - გმირი თუ „წმინდანი". ის არის ძალაუფლების დისპეტჩერი, ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს იმაზე, რომ პარლამენტმა იმუშაოს, კანონები მიიღოს და ვერტიკალი არ დაიშალოს. მას არა „მორალური", არამედ ტექნიკური მისია აკისრია.

სწორედ ამიტომ არის მისი დაპირისპირება НАБУ-სთან გარდაუვალი, როცა პოლიტიკური „ტაიმინგის“ გარეშე მოქმედი გამოძიება მართვის მექანიზმს ანგრევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტში ხშირად საუბრობენ „კორუფციასთან ბრძოლაზე“, საკითხი კორუფციაში კი არა, არამედ იმ უფლების დემონსტრირებაშია, ვის ხელშია დღეს სისტემაზე დარტყმის მიყენების სადავეები. დღეს ქვეყანაში НАБУ ურტყამს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის: პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება ეს, პარლამენტი თუ უსაფრთხოების სამსახური (СБУ). მსგავსი გარე მმართველობის პრობლემა იმაშია, რომ НАБУ საკუთარ თავს არ მიიჩნევს სახელმწიფოს ნაწილად - იგი საკუთარ თავს ზესახელმწიფოებრივ არბიტრად აღიქვამს. ასეთი არბიტრები კი არ აშენებენ - ისინი ხსნიან, შლიან, ამტვრევენ და მიდიან. არახამიას ეს ძალიან კარგად ესმის, ამიტომ მისი კონფლიქტი НАБУ-სთან არაა „თავისიანების“ დაცვა, არამედ კონსტრუქციის დაშლისგან შეკავების მცდელობაა. უხეში, არაესთეტიკური, ცინიკური, მაგრამ მცდელობა. თუმცა, ტრამპისთვის საჯარო „ალიყურის" პირობებში - მცდელობა წარუმატებელი და განწირულია,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი