ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 30 დეკემბერი 2025, 16:26
„არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის კომენტარისას. 

მისივე თქმით, ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. 
   
„იმის მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოიყენებენ უვიზო რეჟიმის შეჩერების ამ ახალ პროცედურას, არ მაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - საქართველო ყველა ტექნიკურ-ობიექტურ კრიტერიუმს აბსოლუტურად პირწმინდად და 100%-იანი შესრულებით ასრულებს, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მათ სურთ ეს პროცედურა გამოიყენონ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად, აქაც ნაკლებად ვხედავ ალბათობას იმიტომ, რომ ეს იარაღი უკვე მოცვდა და დაკარგა თავისი სიმწვავე. 

ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოს მტერი ვინც არის კარგად მოგეხსენებათ. 

არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი