ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროდ 2026 წელსაც მოსალოდნელია, რომ ევრო ბიუროკრატია ისევე გააგრძელებს უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
219 05 იანვარი 2026, 15:45

სამწუხაროდ 2026 წელსაც მოსალოდნელია, რომ ევრო ბიუროკრატია ისევე გააგრძელებს უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას.

ჩვენი ქვეყანა ითხოვს სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას, იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვქონდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე. სწორედ ამ ომის გამო ისჯება უსამართლოდ ჩვენი ქვეყანა, რადგან დავიცავით ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები.

გარდა ამ პროცესებისა, თავად ევროკავშირშიც მიდის პროცესები გაჯანსაღებისკენ, სულ უფრო მეტია იმ ქვეყანათა რიცხვი, რომელიც ჯანსაღად უყურებს მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულებას. ყველა შემთხვევაში 2026 წელი დარწმუნებული ვარ იქნება უკეთესი წელი ევროკავშირთან ურთიერთობაში, ვიდრე იყო 2025“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი