ნათელაშვილს: ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი გინებები და არ დაგაკლებდი არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 06 იანვარი 2026, 17:43

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

ნათელაშვილი ვიდეოში ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის საშინელი გინება სცოდნია“, როგორც „მისგან გამოქცეულები“ ამას თავად უყვებიან. მისი თქმით, ის „კადრებს ამის მიხედვით არჩევს. მათ შორის, დედას აგინებს და ვინც მოითმენს, მაგალითად, კობახიძე, ღარიბაშვილი, ის მოსწონს და მერე იმას აწინაურებს“.

სამხარაძე ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არასდროს არავისთვის შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია.

„ოპოზიციის კლოუნს, ფულზე გაყიდულს და ქვეყნის გამყიდველ შალიკო ნათელაშვილს მინდა პასუხი გავცე - ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს არათუ გინება, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს არც საჯაროდ, არც პირად საუბრებში არათუ გუნდის წევრების, არამედ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპონენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გინებაზე მეტსაც იმსახურებს.

ეს ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი სართულიანი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო“, - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი