გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, ჩვენი ოპოზიციისთვის ეს აღიარება სიკვდილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 10 იანვარი 2026, 15:16

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც 2025 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძლიერ ეკონომიკურ ტენდენციებზეა საუბარი.

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რადგან ეს არის ფაქტი, ეს არის ციფრები! შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ეკონომიკურად ვუსწრებთ მოლდოვას, უკრაინას, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის, დემოკრატიის ინდექსითაც.

გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, იქნება ეს ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიის ინდექსით თუ სხვადასხვა სკალით, სადაც ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენი ოპოზიციისთვის. მათთვის ეს აღიარება არის სიკვდილი“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი