ლევან ნიკოლეიშვილი: იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 10 იანვარი 2026, 16:07

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი - სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“

ნიკოლეიშვილის შეფასებით, როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.

„განა რამე განსაკუთრებული ხდება, მაგრამ როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.

ბატონი მედისონი მკაცრ და სისტემურ კრიტიკას უპირისპირებს როგორც ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს, ისე მედიასივრცეში დამკვიდრებულ დომინანტურ ნარატივს. მისი შეფასებით, ALDE არ წარმოადგენს პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესების დამცველ პოლიტიკურ ჯგუფს; იგი ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი - სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში. ამასთან, მედისონი სვამს ფუნდამენტურ კითხვას მედიის როლთან დაკავშირებით: რამდენად შესაძლებელია ჟურნალისტური ნეიტრალიტეტი გარემოში, სადაც პოლიტიკური სიმპათიები აღარ იმალება და ხშირად ღიად დემონსტრირდება?

როგორ შეიძლება პროფესიულ ეთიკაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ სრულიად სერიოზულად „ულტრამემარჯვენე“ იარლიყი მიაკრას პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს? ეს უკვე აღარ არის განსხვავებული მოსაზრებების საკითხი, ეს არის დემოკრატიული ლეგიტიმაციის გაუფასურების, მედიის პასუხისმგებლობის ეროზიისა და პოლიტიკური რეალობის მიზანმიმართული დეფორმაციის პრობლემა.“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი