ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯგუფების პრეტენზიულ ნოტაციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 10 იანვარი 2026, 16:14

ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აცხადებს: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, დასავლურ ფსევდოლიბერალურ მედიაში, მტაცებელი გლობალისტების დაკვეთით, კონსერვატიულ და პატრიოტულ ძალებს ე.წ. "ულტრებად" რაცხავენ ანდა ე.წ. "პრორუსულებად". იმ ფონზე, როცა ბრიუსელის EUSSR არსებობის ბოლო ფაზაშია. ადრე თუ გვიან ამას ბალტიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც მიხვდებიან.

„ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯგუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკური აქტორი აფიქსირებს, რომ რაღაც კი არადა, ყველაფერი დამპალა "ევროკრატიის სამეფოში".
სარკასტული კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კოლეგების უსაქციელობა იწვნია იმ ქვეყნის, ესტონეთის ევროპარლამენტარმა, რომლის ოფიციოზი დღემდე უნამუსოდ თავს ესხმის ქართველი ხალხის სუვერენულ პოლიტიკურ არჩევანს.

ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აცხადებს: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია.

ესტონელ პოლიტიკოსს გაუჩნდა სერიოზული კითხვა - რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან დამალონ სიმპათია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ?! გაუგებარია, როგორ შეიძლება თავმოყვარე ჟურნალისტმა ან მედია სახლმა პარტიას, რომელსაც საზოგადოებაში თითქმის 50-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ულტრამემარჯვენე უწოდოს სრულიად სერიოზული სახით.

დასავლურ ფსევდოლიბერალურ მედიაში, მტაცებელი გლობალისტების დაკვეთით, კონსერვატიულ და პატრიოტულ ძალებს ე.წ. "ულტრებად" რაცხავენ ანდა ე.წ. "პრორუსულებად". იმ ფონზე, როცა ბრიუსელის EUSSR არსებობის ბოლო ფაზაშია. ადრე თუ გვიან ამას ბალტიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც მიხვდებიან. არ დაუგვიანდეთ...“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი