ხალხმა აქ ქვეყნისთვის თავი გადადო, რეები გადაიტანეს და ესენი ამ დროს მილიონებს შოულობდნენ. ეგ კორუფცია არ არის მხოლოდ, ვირთხობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 13 იანვარი 2026, 18:17
ფეისბუქ მომხმარებელი, ნუნუშა ვასაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი დაუსანქცირეს, ღარიბაშვილი და სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მაშინ იპარავდნენ ფულს.

ვასაძის თქმით, ღარიბაშვილი, ზოგიერთმა კინაღამ წმინდანად შერაცხა, მისი საქციელი კი, არამხოლოდ კორუფცია, არამედ, "ვირთხობაა" და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

"ძალიან ვუჭერდი მხარს ირაკლი ღარიბაშვილს. არანორმალურად მეწყინა, როცა კორუფციაში გახვეული აღმოჩნდა და უბრალოდ გავჩუმდი…

გუშინ ვიღაცებმა კინაღამ წმინდანად შერაცხეს. ახლა მომისმინეთ ყველამ. ბიძინას რომ ორი მილიარდი დაუსანქცირეს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი თურმე მაშინ იპარავდნენ ფულს და ჯიბეში იდებდნენ. ხალხმა აქ ქვეყნისთვის თავი გადადო, რეები გადაიტანეს და ესენი ამ დროს მილიონებს შოულობდნენ. 

ეგ კორუფცია არ არის მხოლოდ. ეგ ვირთხობაა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. კაცმა ბოლომდე არ გაწირა, 5 წელი აკმარა და არ მოასვენათ გამჩენმა" - წერს ნუნუშა ვასაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი