არაკომპეტენტური და კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 14 იანვარი 2026, 16:34

არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად საცოდავად უხერხემლო კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, პოლონელ დიპლომატს, პან ჰერჩინსკის უზრუნველი კარიერა და მსუყე საპენსიო ევროპაკეტი სურს, ამიტომაც ატირაჟირებს ბრიუსელიდან მიღებულ მორიგ ტოქსიკურ სიბრიყვეს.

„არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად საცოდავად უხერხემლო კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს. და ამით რას მიაღწევენ იმის გარდა, რომ ევროკრატიისადმი მეტ ნეგატივს გააღვივებენ საქართველოში? 57 თუ 58 წლის პოლონელ დიპლომატს, პან ჰერჩინსკის უზრუნველი კარიერა და მსუყე საპენსიო ევროპაკეტი სურს, ამიტომაც ატირაჟირებს ბრიუსელიდან მიღებულ მორიგ ტოქსიკურ სიბრიყვეს.
ყურადსაღები და სიმბოლური მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არა ცალკე ძველ ანდა თუნდაც ახლადაშენებულ შენობაში (როგორც მაგალითად, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოები), არამედ ვაკეში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სასტუმროს სეგმენტში განთავსდა. საქართველოსთან არაპრიორიტეტული ურთიერთობის ეს სასიგნალო გზავნილი ბევრს რატომღაც გამორჩა...“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი