გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთი „ევროპულ ქვეყნად“ მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში ბალანსი აღდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 15 იანვარი 2026, 17:13

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირისა და რუსეთის გარშემო. ის წერს, რომ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ალაპარაკდა მოსკოვთან ურთიერთობაში ბალანსის აღდგენაზე.

„თუ საბოლოოდ ვიპოვით ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში, თუ მშვიდობა ჩამოყალიბდება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ევროკავშირი, მაშინ ჩვენც, გერმანიაში ჩავაბარებთ ამ გამოცდას და შევძლებთ თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, 2026 წლის შემდეგ“ - ციტირებს მერცს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი „ტერორისტ“ რუსეთს „ევროპულ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებს და მერცი ერთ-ერთი მათგანია.

„არა, დანია და გრენლანდია მაგარი ტესტი აღმოჩნდა ევრობიუროკრატიისთვის. ტრამპმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა მის "სამეკავშირეო" დამოკიდებულებაში ევროპასთან. იმ დონეზე, რომ ზოგიერთი "ზაპოიში" შესვლას აპირებს, ზოგიერთი კი "ტერორისტ" და

„აგრესორ“ რუსეთს უკვე „ევროპულ სახელმწიფოდ“მოიხსენიებს. სწორედ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი "ევროპულ ქვეყნად" მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში ბალანსი აღდგება. ეს განცხადება მან ჰალეს ქალაქში, ბიზნეს წარმომადგენლების წინაშე, ახალი წლის მიღებაზე გააკეთა.

„თუ ჩვენ შევძლებთ ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების დაბრუნებას, თუ საბოლოოდ ვიპოვით ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში, თუ მშვიდობა ჩამოყალიბდება, თუ თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ევროკავშირი, მაშინ ჩვენც, გერმანიაში ჩავაბარებთ ამ უახლეს გამოცდას და შევძლებთ თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, 2026 წლის შემდეგ“, - განაცხადა მერცმა, გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.

მერცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომენტარები რუსეთთან მიმართებით, არ იყო დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ის სიტყვით აღმოსავლეთ გერმანიაში გამოდიოდა. მან თქვა, რომ იგივე განცხადებებს ქვეყნის ნებისმიერ სხვა ადგილას გააკეთებდა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი