მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 16 იანვარი 2026, 19:59

„უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არის“ - ყველას გვახსოვს გეოგრაფიის ეს გაკვეთილი მაკრონისგან. ახლა, მისმა მეგობარმა, მერცმა გვითხრა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და დიდ მეზობელთან სტრატეგიული ბალანსის მიღწევა, ევროპის გადარჩენის და განვითარების აუცილებელ პირობად გამოაცხადა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც არამეზობელმა, ოდესღაც მათმა მთავარმა პატრონმა აშშ-მა „თავში წამოარტყა და ევროპული ქვეყნის ტერიტორიის მითვისება გადაწყვიტა", მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და უმნიშვნელოვანესი მეზობელია, ეს სამარცხვინო შემობრუნება კი განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვსიჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენების საშუალება არავის მისცა.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან და 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.

„უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არის“ - ყველას გვახსოვს გეოგრაფიის ეს გაკვეთილი მაკრონისგან. ახლა, მისმა მეგობარმა, მერცმა გვითხრა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და დიდ მეზობელთან სტრატეგიული ბალანსის მიღწევა, ევროპის გადარჩენის და განვითარების აუცილებელ პირობად გამოაცხადა... მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, 10 მილიონი დევნილად აქციეს, მილიონობით ადამიანი ამ მომენტში ყინვისგან და შიმშილისგან იტანჯება, უკრაინის ეკონომკა და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, ამასობაში საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, ეკონომიკურ სტაგნაციაში შეიყვანეს, მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირეს, ჯიბიდან ფული ამოუღეს და უკრაინაში გაგზავნეს, რიგით ევროპელებს უსაფრთხოება წაართვეს და ეს ყველაფერი რუსეთის დამარცხების, აპრიორი უტოპიურ მიზანს შეწირეს... მაგრამ, როდესაც არამეზობელმა, ოდესღაც მათმა მთავარმა პატრონმა აშშ-მა თავში წამოარტყა და ევროპული ქვეყნის ტერიტორიის მითვისება გადაწყვიტა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და უმნიშვნელოვანესი მეზობელია... ეს სამარცხვინო შემობრუნება განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ჩვენთვის - ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან, რომელსაც გვსიჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მშვიდობა გვინოდა და არ ვაძლევდით საშუალებას „საზარბაზნე ხორცად“ გამოვეყენებინეთ, რომელსაც წელიწადში 3-4 გადატრიალების მცდელობას უწყობდნენ იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით რუსეთის წინააღმდეგ... საკმარისზე მეტი გაკვეთილი მივიღეთ იმისათვის, რომ დასკვნები გამოვიტანოთ - ევროკავშირის მხილება აღარ არის საკმარისი და საჭიროა ქმედითი ცვლილებები. საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან(78-ე მუხლი) და ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განისაზღვროს ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისად." - წერს ვატო შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი